მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ რუსეთს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს.
სანდუს ცნობით, რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია.
"მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნები შობას აღნიშნავენ, კრემლი ირჩევს ნგრევას – თავს ესხმის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და არღვევს მოლდოვის საჰაერო სივრცეს რაკეტით. ეს არის საერთაშორისო სამართლის მკაფიო დარღვევა. მოლდოვა გმობს ამ ქმედებებს და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას", - დაწერა მაია სანდუმ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 25 დეკემბრის შობის ღამეს რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით მორიგი მასირებული შეტევა განახორციელეს.