"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტად ტრამპის არჩევის შემდეგ აშშ-ს დამოკიდებულება საქართველოსადმი არ შეიცვლება
„აშშ და ტრამპი ისე დაულაგებენ „ქართულ ოცნებას“ საქმეებს, რომ გასაქცევად ექნებათ საქმე. ამერიკის არცერთი პრეზიდენტი, მითუმეტეს, ადმინისტრაცია, არ შეეგუება კლეპტოკრატიას, იმ რუსული ტიპის მართვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამყარა საქართველოში, სადაც მიტაცებულია ყველა ინსტიტუცია და ბოლოს, რუსული სცენარით მოიპარეს ქართველების მომავალი, წაართვეს მათ ხმა და არჩევანი. ამიტომ, ეს ყველაფერი დამთავრდება „ქართული ოცნების“ სავალალოდ, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.