უწყვეტს პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზევე იმ გათვლით და იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო და უფრო მძლავრი გახდება, - ამის შესახებ განცხადება კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გააკეთა. ოპოზიცია მომდევნო 24 საათის განმავლობაშიც თსუ-ის პირველ კორპუსთან რჩება.
ნიკა მელია პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.
"ადეკვატური იქნება ძალიან მოკლედ გამოვეხმაუროთ, ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადებას. ჩვენ მთლიანად ვეთანხმებით მის პოზიციას. კერძოდ ძალიან მოკლედ, არაღიარება გაყალბებული არჩევნების რჩება ძალაში. არჩევნების შედეგები არ არის აღიარებული არცერთ დონეზე. არც საერთაშორისო დონეზე, არც საქართველოში. არ აღიარებს მას არცერთი ოპოზიციური პარტია, არანაირი სამოქალაქო საზოგადოება და თავად ქვეყნის პრეზიდენტი. შესაბამისად ბრძოლა ახალი არჩევნების ჩატარების მოპოვებისთვის გრძელდება ყოველ დღიურ რეჟიმში. ჩვენ გვაერთიანებს ძალა, რომელიც ბრაზიდან გადაიზარდა დიდ მოტივაციაში. ჩვენ შევთანხმდით იმ მომავალზე რომელშიც აქ მყოფი და აქ მდგომი ადამიანი და მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქეს მომავალი დანახული აქვს ისეთი სადაც საქართველოს მოქალაქე განსაზღვრავს ამ სახელმწიფოს ბედს და არა ოლიგარქი და მისი კლანი. შესაბამისად ჩვენს მიერ არის მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. თქვენ გუშინ ჩვენგან მოისმინეთ რომ 24 საათის განმავლობაში გაგრძელდებოდა პროტესტი აქ. 8 საათიდან 8 საათამდე. მაგრამ ჩვენ ამ უწყვეტ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ გათვლით და იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო და უფრო მძლავრი გახდება, ბრძოლის მუხტი გაიზრდება. მიზანი და ამოცანა არის შემდეგი, რომ უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი იყოს მოცული პროტესტით, არა მხოლოდ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია. " - განაცხადა ნიკა მელიამ.