კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტს შეხვდნენ. ხაზარაძის თქმით, მათ სალომე ზურაბიშვილს "სახალხო პარლამენტის" იდეა გააცნეს.
როგორც მამუკა ხაზარაძემ შეხვედრის შემდეგ თქვა, სალომე ზურაბიშვილი სხვა კოალიციებთანაც გამართავს მოლაპარაკებებს.
„სახალხო პარლამენტის“ იდეა არის პირობითი დასახელება, ჩვენ ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი გამოვედი შეხვედრიდან, ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა.
მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი გამართავს ბრიფინგს. არ მინდა ახლა მეტი კომენტარი გავაკეთო იმიტომ, რომ პრეზიდენტი თვითონ გააცნობს საზოგადოებას იმ გეგმებს, რომელიც არის ძალიან სერიოზული. ეს შეხვედრები გაგრძელდება არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა კოალიციებთანაც. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, არის გეგმა. ეს გეგმა არსებობს, რომ ამ ქვეყანაში მივიღოთ მშვიდობიანად ახალი არჩევნები",-განაცხადა ხაზარაძემ.