ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, პროტესტი შედგა და ის კვლავ უწყევტად გაგრძელდება. ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ თსუ-ს პირველ კორპუსთან განაცხადა. გვარამიამ საზოგადოებას მოუწოდა პროტესტს შეუერთდნენ და ჩაანაცვლონ აქციის ის მონაწილეები, რომლებმაც ღამე უნივერსიტეტთან გაათენეს.
"დღევანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღამე, ბოლო წლების ისტორიაში. დიდი მადლობა ამისთვის, არ არის მარტივი ღამის თევა ამ სიცივეში. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის შეცვლა, რომ არ დავიღალოთ. წინ ხანგრძლივი და დაუღალავი ბრძოლაა, იმისთვის რომ დავიბრუნოთ სამშობლო. ბრძოლა იმისთვის, რასაც საუკუნეებია დაუღალავად ვაკეთებთ - ჩვენ მივდივართ ევროპაში," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ფოტო: რადიო თავისუფლება