რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ მოიქცა ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროს მასზე თავდასხმუს დროს. „ის მამაცი კაცი აღმოჩნდა“, - თქვა პუტინმა.
მან გაიხსენა ტრამპის განცხადებები იმის შესახებ, რომ მზად არის „უკრაინის კრიზისის დასრულებაში წვლილი შეიტანოს“.
„ჩემი აზრით, ეს იმსახურებს ყურადღებას. მე ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ მას“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, ის არ გეგმავს დაურეკოს ტრამპს, თუმცა ამას „სამარცხვინოდ“ არ მიიჩნევს. "მე ამას არ ვაკეთებ", - თქვა პუტინმა.