მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც გადასული არიან მარტო კრიტიკაზე, თუ რამე კონკრეტული გაქვთ, მოგვაწოდეთ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს ლიდერმა“, მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
„მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც გადასული არიან მარტო კრიტიკაზე, მინდა ძალიან მკაფიო ვიყო მათთან - თუ რამე კონკრეტული გაქვთ, მოგვაწოდეთ. ოპოზიციაც ისეთივე ნაწილია საზოგადოების, როგორიც საზოგადოებაა. ამიტომ, თუ რამე ნიჭიერი მოგივიდათ თავში, გარდა იმისა, რომ ვიღაცა ლანძღოთ, მოგვაწოდეთ, განვიხილავთ და თუ ის არის გამოსავალი, ოქროს შუალედი, სიამოვნებით გავითვალისწინებთ“, - თქვა ხაზარაძემ.