"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პროკურატურამ და გამოკითხვაზე მოწმის სახით დაიბარა.
მისივე თქმით ის გამოკითხვაზე 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით მივა.
"დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა. ყველგან გავიმარჯვებთ!!" - წერს ხაზარაძე.