ძალიან გონივრული, რაციონალური და მართალი პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგმევა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ძალიან გონივრული, რაციონალური და მართალი პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგმევა. ჩვენი მთავარი ძალა არის ნება, სიმტკიცე, თანმიმდევრულობა, მიზანდასახულობა და სიმრავლე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - და ეს ყველაფერი კომბინაციაში, საბოლოო ჯამში, ქართულ სახელმწიფოს გამარჯვებას მოუტანს.
დღეს, 19:00 საათზე, ყველას ველოდებით რუსთაველის გამზირზე. მიზანი ერთია: საქართველო იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო და მომავალში არავის აღარ ჰქონდეს თავში გაელვების შესაძლებლობაც კი, რომ მან შეიძლება, ქართველი ამომრჩეველი აბუჩად აიგდოს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
შევახსენებთ, დღეს, 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია გაიმართება.