"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ეგზტიპოლების შედეგებს გამოეხმარა.
ნიკა მელიას განცხადებით, ქართველმა ხალხმა დაამარცხა ბიძინა ივანიშვილი.
„ვულოცავ ქართულ საზოგადოებას, ყველამ ერთად ბევრი ვიბრძოლეთ, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა. ძალიან ბევრი ათასი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ურნებთან და ხმა მისცა არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ ცვლილებას. დღევანდელმა დღემ დაადასტურა, დაარწმუნა ყველა, რომ ქართველ ხალხს და ჩვენ გვაქვს ის, რაც ვერასდროს ექნება ოლიგარქს – ეს არის სიმართლე, რწმენა, ღირსება, ეს არის სიმრავლე. გვიხარია, რომ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ, ესეიგი რაღაც სწორად გაგვიკეთებია და მადლობა ამომრჩეველს ამისთვის, მაგრამ, არანაკლებ მიხარია, ოთხივე პოლიტიკურმა ჯგუფმა რომ გადალახა ბარიერი.“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ხალხის ნება უნდა აღსრულდეს.
„ივანიშვილმა ხელისუფლება ხალხს უნდა გადააბაროს, ქვეყანამ უნდა დაიწყოს კოალიციური მმართველობა, კოალიციური ცხოვრება გარდაუვალია“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.
„ქართული ოცნება“ 56.1 %
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ 12.6 %
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ 11.6 %
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 7.0 %
„გახარია საქართველოსთვის“ 4.8 %
„გირჩი“ 3.0 %
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2,2 %
სხვა 2.7 %
გარდა ამისა, ეგზიტპოლები ჩატარდა ტელეკომპანია "ფორმულისა" და "მთავარი არხის" დაკვეთით.
"ფორმულის" დაკვეთით კვლევა ჩაატარა Edison Research-მა:
ქართული ოცნება - 40,9%
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 16,7%
კოალიცია ცვლილებისთვის - 16,7%
ძლიერი საქართველო - 10,3%
გახარია საქართველოსთვის - 8,2%
გირჩი - 2,3%
პატრიოტთა ალიანსი - 2%
ლეიბორისტული პარტია - 2%
"მთავარი არხის" დაკვეთით კვლევა HarrisX-მა ჩაატარა:
ქართული ოცნება - 42%
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 13%
კოალიცია ცვლილებისთვის - 18%
ძლიერი საქართველო - 9%
გახარია საქართველოსთვის - 8%