მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ უარყვია ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის შესახებ.
BRICS-ის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ფოტოებზე, რომლებიც მიუთითებდნენ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების არსებობაზე და ასევე ჰკითხეს, გამოიწვევს თუ არა ეს ესკალაციას. პუტინმა უპასუხა და თქვა, რომ სურათები "სერიოზული რამაა".
„თუ ფოტოები არსებობს, მაშინ ის რაღაცას ასახავს. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ უკრაინაში ესკალაცია გამოიწვია არა რუსეთის ქმედებებმა, არამედ 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალებამ, რომელსაც უპირველეს ყოვლისა შეერთებული შტატები უჭერდა მხარს“, - თქვა პუტინმა.
მან ასევე თქვა, რომ დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოახდინა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება, რომლის მე-4 მუხლში ნათქვამია, რომ ომის შემთხვევაში ისინი ვალდებულნი არიან სამხედრო დახმარება გაუწიონ ერთმანეთს „ყველა არსებული საშუალებით“.
„ჩვენ არასდროს შეგვპარვია ეჭვი, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობა სერიოზულად ეკიდება ჩვენს შეთანხმებებს. მაგრამ რას და როგორ გავაკეთებთ, ჩვენი საქმეა ამ მუხლის ფარგლებში“, - თქვა პუტინმა.