ფინანსური პოლიცია Atlantic Council-ის მკვლევარის ეთო ბუზიაშვილის სახლსაც ჩხრეკს. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.
ლეპტოპები და პირადი ტელეფონი წაიღეს Atlantic Council-ის კიდევ ერთი თანამშრომლის, სოფო გელავას სახლიდანაც.
გელვას მეუღლე პარტია "ფედერალისტების" წევრი, გიორგი ნონიაშვილი ამბობს: "ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა-ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი - Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფოა".