რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არ დაესწრება G20-ის სამიტს ბრაზილიაში, რომელიც რომის სტატუტის წევრია და ვალდებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე ის დააპატიმროს.
პუტინს ჰკითხეს, შიშობს თუ არა, რომ მას ბრაზილიაში დააკავებენ, ICC-ის ორდერის საფუძველზე, უპასუხა „აბა, განზრახ ჩავალ იქ, რომ დავარღვიო ამ ფორუმის ნორმალური ფუნქციონირება?
ყველას მშვენივრად გვესმის, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო რომც გამოვრიცხოთ, ყველა საუბარი მხოლოდ ამაზე იქნება, ფაქტობრივად, ჩვენ შევაფერხებთ G20-ის მუშაობას. რისთვის? –თქვა პუტინმა.
პუტინმა პირობა დადო, რომ იპოვის ადამიანს, რომელიც „ადეკვატურად წარმოაჩენს რუსეთის ინტერესებს ბრაზილიაში.
პუტინი იგივე მიზეზით, ასევე არ ესწრებოდა 2023 წლის G20-ის სამიტს, რომელიც ინდოეთში გაიმართა.