შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამეგრელოში აბაშა-ტეხურას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში მცენარეებისა და ნატანი მასისგან 5 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, მუნიციპალიტეტში 120 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.
სადრენაჟე სისტემაზე გაწმენდითი სამუშაოები ნოემბერის ბოლოს დასრულდება.