პენტაგონის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ვაშინგტონში ვიზიტი გააუქმა.
„ჩვენ ახლახან შეგვატყობინეს, რომ მინისტრი გალანტი გადადებს თავის მოგზაურობას ვაშინგტონში. მდივანი ლოიდ ოსტინი მოუთმენლად ელოდება მასთან შეხვედრას. ოსტინს კარგი ურთიერთობა აქვს გალანტთან. ისინი რჩებიან მუდმივ კომუნიკაციაში, იქნება ეს აქ პირისპირ შეხვედრა, თუ სატელეფონო ზარები“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა საბრინა სინგჰმა ბრიფინგზე.
ისრაელის მედია იტყობინება, რომ გალანტი იმედოვნებდა, რომ მისი ვიზიტი აშშ-ში გააძლიერებდა კოორდინაციას ირანთან დაკავშირებით, მაგრამ მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გალანტის ვიზიტს ბლოკავს. აღნიშნული ცნობების თანახმად, გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ნეთანიაჰუმ ორი წინაპირობა დააყენა: სატელეფონო საუბარი ბაიდენთან და კაბინეტის დამტკიცება ირანზე პასუხის შესახებ.
ბაიდენი და მისი თანაშემწეები ნეთანიაჰუსთან შესაძლო სატელეფონო საუბრის შესახებ სექტემბრის ბოლოდან საუბრობენ. მაგრამ თეთრ სახლს მაშინვე არ უპასუხია შეკითხვებზე დაიგეგმა თუ არა სატელეფონო ზარი ისრაელის პრემიერთან.