ხუდადოვის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების გამო, ორი ადამიანის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
ცნობილია, რომ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე ბინა სრულად დაიწვა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.