პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკეია, გია ვოლსკი ეხმიანება საქართველოში ევროკავშირის საელჩოს განცხადებას 121 მილიონი ევროს დახმარების დაკარგვის შესახებ. მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა არ არის და აღნიშნულია გადაწყვეტილება პოლიტიკურად ანგაჟირებულია,
ეს განცხადება ამბობს ვოლსკი და ირწმუნება, რომ კვლევების მიხედვით, ყველა რეიტინგში საქართველოს დემოკრატიის სფეროში მოწინავე პოზიციაზეა.
„რაღაც უსამართლობაა იცით? ჯერ ეს ერთი, რატოა დემოკრატიის უკუსვლა? იმიტომ, რომ სააკაშვილს, ამ დესპოტს არ ვათავისუფლებთ, თუ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ვიღებთ? რა გავაკეთეთ, სად გადავდგითვ უკან ნაბიჯი? მე ყველა ადამიანს, ვინც ასეთ განცხადებებს აქვეყნებს, რომელი დონიდანაც არ უნდა იყოს, ვურჩევ, რომ ევროსაბჭოს ბოლო კვლევა წაიკითხოს იმასთან დაკავშირებით, თუ სად არის საქართველო, თავის დემოკრატიითაც, თავის ეკონომიკითაც. მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება პოლიტიკურად ანგაჟირებულია და ამას ამომრჩეველი კარგად ხედავს. 121 მილიონი რომ არ იხარჯება ყველა დარგების მიხედვით, ჩვენ ხომ კარგად ვიცით და რისი გულისთვის? არ მოგცემთ ფულს, იმიტომ, რომ მოიკითხეთ სად იხარჯება ეს ფული. რა უბედურებაა, საიდან მოიტანეს ასეთი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ხალხის მიმართ არის უსამართლო და ვერანაირად ვერ გავითვალისწინებთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ყველა რეიტინგი საქართველოს წინ აყენებს დემოკრატიის სფეროში და ნებისმიერი მიმართულებით, რასაც ევროსტანდარტი ქვია", - აცხადებს გია ვოლსკი.
საქართველო ევროკავშირის 121 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად დაკარგავს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს.