„როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ისრაელის ისტორიაში, სწორედ რთულ მომენტებში ჩნდება დიდი შინაგანი ძალა“, – ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მემორიალურ ცერემონიაზე ვიდეოგანცხადებაში განაცხადა.
„ამ დღეს, აქ და ბევრ სხვა ქვეყანაში. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს დაღუპულებს, ჩვენს მძევლებს, რომლებიც უნდა დავიბრუნდეთ და ჩვენს გმირებს, რომლებიც დაიღუპნენ სამშობლოსა და ხალხის დასაცავად“, - თქცა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი იბრძვის „სამყაროში სინათლის მოსატანად, როგორც ხალხი, რომელიც ცდილობს, გაავრცელოს სიკეთე და აღმოფხვრას ბოროტება“.
„ვიდრე მტერი ემუქრება ჩვენს არსებობას და ჩვენი ქვეყნის მშვიდობას – ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ვიდრე ღაზაში გატაცებულები არიან, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ არ დავთმობთ არც ერთ მათგანს. მე არ დავნებდები, ვიდრე ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ არ დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. 7 ოქტომბერი თაობებისთვის გახდება ჩვენი აღორძინების საფასურის სიმბოლო და გამოხატავს ჩვენი გადაწყვეტილების სიდიადესა და სულის სიძლიერეს. ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას და ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.