ორშაბათს ისრაელში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიმართა ისრაელზე ჰამასის თავდასხმის წლისადმი მიძღვნილი, ღონისძიებები.
7 ოქტომბერს უპრეცედენტო თავდასხმის დროს 1200-ზე მეტი ისრაელელი დაიღუპა 250-მდე კი „ჰამასის“ მებრძოლემა მძევლად აიყვანეს.
ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, პალესტინის ხელისუფლების მონაცემებით, დაიღუპა თითქმის 42 ათასი ადამიანი, ხოლო ღაზის 2,3 მილიონი მაცხოვრებლიდან უმეტესობამ საცხოვრებელი სახლები დაკარგა.
დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ისრაელის ქალაქებში დილიდან დაიწყო.
„ამ დღეს, აქ და ბევრ სხვა ქვეყანაში. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს დაღუპულებს, ჩვენს მძევლებს, რომლებიც უნდა დავიბრუნდეთ და ჩვენს გმირებს, რომლებიც დაიღუპნენ სამშობლოსა და ხალხის დასაცავად“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში თავდასხმის მხვერპლთა მემორიალთან.
300-მდე ადამიანი, მძევლების ნათესავებთან ერრთად, შეიკრიბნენ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის წინ და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მსხვერპლთა ხსოვნას.
Supernova -ს მუსიკალური ფესტივალის ადგილზე, სადაც „ჰამასის“ მებრძოლების თავდასხმისას ასობით ადამიანი დაიღუპა და ბევრი მძევლად აიყვანეს, ქვეყნის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი შეუერთდა მსხვერპლთა მეგობრებსა და ახლობლებს და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა თელ ავივშიც. კიბუციებში, რომლებსაც თავს დაესხნენ 7 ოქტომბერს, მათ შორის სასაზღვრო კიბუც ბეერში, სადაც 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თავად კიბუცი კი ნაწილობრივ განადგურდა.