ისრაელი ადრე თუ გვიან აგებს პასუხს იმ გენოციდზე, რომელიც მან ჩაიდინა ერთი წლის განმავლობაში და დღემდე ახორციელებს ღაზის სექტორის ბლოკირებით.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„დღეს 7 ოქტომბერია... 50 ათასი ჩვენი და დაძმა, ძირითადად ქალები და ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ზუსტად 365 დღის წინ, სასტიკად მოკლეს. ღაზაში აღარ ფუნქციონირებს საავადმყოფოები, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენელთა სამლოცველოები და სკოლები. ჩვენ შორის არ არის ბევრი ჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მშვიდობის ელჩები“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
ერდოღანის თქმით, ღაზაში, პალესტინაში და ბოლო დღეებში ლიბანში იღუპებიან არა მხოლოდ ქალები, ბავშვები, ჩვილები და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ კაცობრიობა და საერთაშორისო სისტემა.
მისივე თქმით, ზუსტად ერთი წელია მსოფლიო საზოგადოების წინაშე პირდაპირ კლავენ კაცობრიობას, კაცობრიობის მომავლის ყველა იმედს.
„ისრაელის გენოციდის, ოკუპაციისა და შემოჭრის მრავალწლიანი პოლიტიკა ახლა უნდა დასრულდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელი ადრე თუ გვიან გადაიხდის საფასურს ამ გენოციდისთვის, რომელსაც ის ახორციელებს ერთი წლის განმავლობაში და რომელიც ახლაც გრძელდება. როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის საერთო ალიანსმა, იმავე გზით შეჩერდებიან ნეთანიაჰუ და მისი დანაშაულებრივი დაჯგუფებაც“, – წერს ერდოღანი სოციალურ ქსელში.