ინტერესების გამომხატველი, ამიტომაც ვზღუდავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამას „მავნებლობით, კონსტიტუციის დარღვევისა და უცხოელი პატრონების დავალების შესრულების გამო იმსახურებს“.
ვაკვირდებით, რომ კონსტიტუციის დამრღვევი ე.წ. პრეზიდენტი მადამ მავნებელი გახდა. ის დღემდე არ ნიშნავს ელჩებს, მათ შორის ევროპის სახელმწიფოებში. ასევე ხელს არ აწერდა და ბოლოს ვაიძულეთ, რომ ამნისტიაზე ხელი მოეწერა. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებულ კანონს საერთოდ არ მოაწერა ხელი, ეს ყველაფერი მავნებლობაა. ამიტომ, არ მივცემთ საშუალებას, ბიოგრაფიაში ჩაიწეროს, რომ პრეზიდენტად ყოფნის ექვსწლიანი ვადა ამოწურა – ის ისეთი სტატუსით უნდა წავიდეს, რომ საქართველოს მოსახლეობამ და მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტმა გადააყენა. ეს არის ის, რასაც მავნებლობით, კონსტიტუციის დარღვევისა და უცხოელი პატრონების დავალების შესრულების გამო იმსახურებს.
ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის დამცველი უნდა ყოფილიყო და როდესაც კანდიდატის სტატუსით მოლოდინში ვიყავით, პარლამენეტში თქვა, რომ ფსევდორეფორმები ტარდებოდა. ეს ქართველების ინტერესებში იყო? – არა. პრეზიდენტი უცხოეში ყველას ტყუილს, არასწორ ინფორმაციას აძლევს, შემდეგ აქ ჩამოდის და ჩვენც გვატყუებს, მავნებლობს. ეს პრეზიდენტი არის მავნებელი, ის არ არის საქართველოს ინტერესების გამომხატველი და ამიტომაც ვზღუდავთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.