"ზესტაფონობის" აღსანიშნავად მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე "ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები" დაასახელეს.
საპატიო მოქალაქეთა შორის დასახელდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები - ნიკოლოზ სამხარაძე და მაკა ბოჭორიშვილი.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, "ზესტაფონის საპატიო მოქალაქის" სტატუსი 11 პიროვნებას მიენიჭა.
"საპატიო მოქალაქეები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ დააჯილდოეს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ზესტაფონის საპატიო მოქალაქის" სტატუსი მიენიჭათ:
მანანა კახიძე (მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი)
რუბენ ჩინჩალაძე (ინჟინერ - მშენებელი)
გიორგი კობახიძე (ექიმი ოტორინოლარინგოლოგი)
კოტე ბოჭორიშვილი (ექიმი მეან - გინეკოლოგი)
მაკა ბოჭორიშვილი (საქართველოს პარლამენტის წევრი)
ნიკოლოზ სამხარაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი)
ალექსანდრე გურგენიძე (ღვაწლმოსილი ენერგეტიკი)
ივანე კალანდაძე (მეხანძრე - მაშველი)
უსეინ მიქაბერიძე (ღვაწლმოსილი იურისტი)
ლამარა წაქაძე (ღვაწლმოსილი ექთანი)
გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების მეკარე)