საარტიოლერიო ჭურვების ნახევარს, რომელსაც უკრაინასთან ომში იყენებს, რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან იღებს. იტყობინება ბრიტანული გაზეთი The Times-ი დასავლური დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით.
გაზეთის წყაროების ცნობით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონ ჭურვს აწვდის.
ამასთან, წყაროებია აღნიშნავენ, რომ ჭურვების უმეტესი ნაწილი გაუმართავია, თუმცა მათი ურიცხვი რაოდენობა ეხმარება რუსეთს “წარმატებას მიაღწიოს ფრონტზე”.
ხაზგასმულია, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო ჭურვების მიწოდებაზე გახდა დამოკიდებული.
მიწოდების მოცულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ფხენიანში ჩავიდა და თავის დიქტატორ კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას.
ხელშეკრულება ითვალისწინებს ორივე მხარის ურთიერთდახმარებას მესამე ქვეყნის მიერ მათზე თავდასხმის შემთხვევაში.
დასავლეთმა არაერთხელ დაადანაშაულა და მკაცრად დაგმო ჩრდილოეთ კორეა საერთაშორისო სანქციების დარღვევის გამო. ამავდროულად, გაეროს უშიშროების საბჭოს შვიდმა წევრმა ქვეყანამ რუსეთი დაადანაშაულა ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო თანამშრომლობის აკრძალვის დარღვევაში.
თებერვალში, გამოცემა The New York Times-ი იტყობინებოდა, რომ რუსეთმა საბრძოლო მასალების სანაცვლოდ, ფხენინანს წვდომა მისცა გლობალურ საფინანსო სისტემაზე და ასევე, განბლოკა ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი აქტივი, რომელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქციების ქვეშ არის მოქცეული.