ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რეალურად მიიჩნევს სცენარს, რომლის ფარგლებშიც უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში გახდეს.
ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ არსებობს გზები, რომ გადაიჭრას კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის გამოყენება უკრაინის შემთხვევაში, თუ ის გახდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთასდ ალიანსის წევრი.
„ყოველთვის ძალიან საშიშია შედარება, რადგან არცერთი პარალელი არ არის 100%-ით სწორი, მაგრამ შეერთებულ შტატებს აქვს უსაფრთხოების გარანტიები იაპონიისთვის.
მაგრამ ისინი არ ვრცელდება კურილის კუნძულებზე, რომელსაც იაპონია მიიჩნევს რუსეთის მიერ კონტროლირებად იაპონიის ტერიტორიად“, - თქვა სტოლტენბერგმა.
კიდევ ერთი მაგალითად სტოლტენბერგმა მოიყვანა დასავლეთ გერმანია, რომელსაც აღმოსავლეთ გერმანია თავის ნაწილად განიხილავდა, „თუმცა, ნატო იცავდა მხოლოდ დასავლეთ გერმანიას.“
„ნება როდესაც არსებობს, არსებობს საშუალებები გამოსავლის მოსაძიებლად. მაგრამ საჭიროა საზღვარი, რომელიც განსაზღვრავს, რა დროს გამოიყენება მე-5 მუხლი და უკრაინა უნდა აკონტროლებდეს მთელ ტერიტორიას ამ საზღვრამდე“, – დასძინა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.