ესპანეთში F/A-18 Hornet-ის ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა. დაიღუპა პილოტი ვიცე-პოლკოვნიკი პაბლო ესტრადა მარტინი.
ავიაკატატსტროფა ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ტერუელის პროვინციაში მოხდა. მარტინს, რომელსაც 1500 საათზე მეტი ფრენის დრო ჰქონდა, კატაპუილტირება ვერ მოასწრო და ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.
ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერ დაუდგენელია.
ესპანეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მარტინი სულ ახლახან ხელმძღვანელობდა მისიას ლიეტუვაში, რომელიც მონაწილეობდა ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის პატრულირებაში.
ესპანეთი ახლა ეტაპობრივად წყვეტს F/A-18-ოს ექსპლუატაციას, რომელიც 1986 წლიდან ფუნქციონირებს და მუშაობს მის ჩანაცვლებაზე უფრო თანამედროვე F-35-ით.