ბათუმში, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომელი მებაღე ხიდან ჩამოვარდა და დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, აჭარა თაიმსი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდაპირველად, 67 წლის კაცმა სახის მრავლობითი ტრამვა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.