რუსეთი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან „თალიბანის“ ამოღებას გეგმავს. ამის შესახებ ავღანეთში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელზე ზამირ ქაბულოვზე დაყრდნობით რუსული სააგენტო „ტასი“ იუწყება. სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია უმაღლეს დონეზე, რჩება მხოლოდ ფორმალობების დასრულება.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეფ-ეს-ბე-სთან და რუსეთის სხვა უწყებებთან ერთად, ამთავრებს სამართლებრივ მუშაობას თალიბების რუსეთის ტერორისტული სიიდან ამოღების პროცესზე“, - განაცხადა ქაბულოვმა..
აპრილში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მუშაობენ „თალიბანისთვის“, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მოხსნაზე.
დეკემბერში აღნიშნული მოძრაობა ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო.