რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში ეფ-ეს-ბეს ადგილობრივი ოფისის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველო და ტელეგრამ-არხი Baza იუწყებიან.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველო ინფორმაციით, შენობის ფანჯრებში ადვილად აალებადი ნივთიერებები გადაყარეს დშემდეგ ცეცხლი წაუკიდეს.
Baza წერს, რომ ეფ-ეს-ბეს შენობაში მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს.
ინციდენტი 3 ოქტომბრის ღამეს მოხდა.
ცეცხლი თავად წამკიდებესაც მოედო, თუმცა მან მისი ჩაქრობა მოახერხა.
Baza წერს, რომ თავდამსხმელი უკრაინიდან მიღებული დავალებით მოქმედებდა.