გასულ ღამეს, რუსეთის ვორონეჟის ოლქში ნავთობის საცავზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა 4 ოქტომბერს გამთენიისას ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინული დრონების მოგერიებისას ერთ-ერთი ჩამოვარდა დაბა ანაში მდებარე ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე. გუსევის თქმით, არავინ დაშავებულა.
"ცეცხლი გაუჩნდა ცარიელ ავზს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიამ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ეკიპაჟები," - თქვა გუსევმა.
ამასთან, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, პერმის ოლქში ლოკალიზებულია მასშტაბური ხანძარი. მის გამომწვევ მიზეზზე არაფერია ნათქვამი.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, სოფელ ოსენცის სამრეწველო ზონაში 10 000 კვადრატულ მეტრზე ხანძარი გაჩნდა ნავთობის კერძო ბაზაზე, სადაც ცეცხლმა საწვავის საცავები მოიცვა.