ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ტულკარმში ლტოლვილთა ბანაკზე ავიაიერიშის შედეგად „ჰამასის“ მაღალჩინოსანი ზაჰი იასერ აბდ ალ-რაზექ ოუფი მოკლეს. ამის შესახებ ისრაელის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს. იუწყება CNN
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია 18 ადამიანი.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის განცხადებით, დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ამ ქსელის „მრავალი სხვა ოპერატიული მუშაკი“.