ძლიერი აფეთქებების იყო ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტთან, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიაში ვრცელდება ვიდეომასალაც, სადაც აეროპორტთან ახლოს მასშტაბური აფეთქება ჩანს.
ისრაელის თავდაცვის ძალებს თავდასხმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ, მაგრამ მანამდე სამხრეთ ბეირუთში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
„თქვენ ხართ „ჰეზბოლას“ კუთვნილი ობიექტების მახლობლად და ისრაელის არმია მათ წინააღმდეგ უახლოეს მომავალში იმოქმედებს“, - დაწერა არაბულად ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ავიჰაი ადრაიმ სოციალურ ქსელ X-ში.
ბეირუთის აეროპორტი ესაზღვრება დაჰიას რაიონს, „ჰეზბოლას“ დასაყრდენს და ისრაელის საჰაერო თავდასხმების მუდმივ სამიზნეს.
როგორც Axios და CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, ბეირუთზე დარტყმების სამიზნე შესაძლოა ყოფილიყო ჰეზბოლას“ მოკლული ლიდერის ჰასან ნასრალას ბიძაშვილი, ჰაშიმ საფი ალ-დინი.