ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთში დაჯგუფება “ჰეზბოლას” ობიექტებზე თავდასხმის შესახებ განაცხადეს.
ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ იერიში დაჯგუფების სადაზვერვო შტაბზე განახორციელა. თავდასხმის სამიზნე იყო „ჰეზბოლას“ ცენტრალური უჯრედი, რომლის მეშვეობითაც გროვდება მონაცემები ისრაელსა და მის თავდაცვით ძალებზე.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყეს, 1 ოქტომბრიდან კი ლიბანის სამხრეთში სახმელეთო შეტევაზე გადავიდნენ.
ისრაელი აცხადებს, რომ ამ ოპერაციის მიზანია „ჰეზბოლას“ თავდასხმებისგან ქვეყნის ჩრდილოეთის დაცვა.