მექსიკის არმიის ჯარისკაცებმა ქვეყნის სამხრეთით ჩიაპასის შტატში ცეცხლი გაუხსნეს მანქანებს, რომლებშიც მიგრანტები იმყოფებოდნენ. იუწყება BBC
მედიის ცნობით, მიგრანტები გაქცევას ცდილობდნენ და სამხედროებმა ისინი შეცდომით კრიმინალებად მიიჩნიეს.
მექსიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.
აღნიშნულია, რომ მექსიკელმა სამხედროებმა სახმელეთო დაზვერვის დროს აღმოაჩინეს პიკაპის ტიპის ავტომობილი, რომელიც მოძრაობდა დიდი სიჩქარით და ვიზუალური კონტაქტის დროს გაქცევას შეეცადა.
თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ პიკაპს ასევე მოჰყვა ორი ფურგონი, ისეთივე, როგორსაც რეგიონშიკრიმინალური დაჯგუფებები იყენებენ.
მედიის ცნობით, სამხედროების განაცხადებით, გაიგეს სროლის ხმა, ამიტომ ორმა ჯარისკაცმა გამოიყენა იარაღი და შეაჩერა ერთ-ერთი ფურგონის მოძრაობა.