რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის 4 რეგიონში დრონებით მასირებული თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით,113 დრონი ჩამოაგდეს.
მათივე ინფორმაციით, 73 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბელგოროდის რაიონში, 25 ვორონეჟის ოლქში, 14 კურსკის ოლქში და 1 ბრიანსკის რეგიონში.
ამასთან, რუსული ტელეგრამ-არხები წერენ, რონ ყაზანის აეროპორტში რამდენიმე რეისი გადაიდო.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა გლადკოვმა თქვა, რომ ერთ-ერთი დრონი ქალაქ სტარი ოსკოლში ჩავარდა, დაშავდა ერთი ადამიანი.
„სამ კერძო სახლში ნამსხვრევების ჩავარდნის შედეგად ჩაიმტვრა მინები, დაზიანდა სახურავები, ფასადები და ღობეები“, - წერს ის.