ისრაელმა 3 ოქტომბერს, დილით ბეირუთის ცენტრალურ ნაწილში ავიადარტყმები განახორციელა, დაიღუპა სულ მცირე ექვსი ადამიანი. იუწყება Reuters
ისრაელმა განაცხადა, რომ მან ბეირუთზე ზუსტი საჰაერო დარტყმა განახორციელა.
უსაფრთხოების სამსახურების წყაროს თქმით, სამიზნე იყო ბეირუთის ცენტრალურ ბაჩურას რაიონში, პარლამენტთან და მთავრობის სახლთან ახლოს მდებარე შენობა.
ლიბანის განცხადებით, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.
სამი რაკეტა ასევე ჩავარდა დაჰიას სამხრეთ გარეუბანში, სადაც გასულ კვირას ისრაელის დარტყმის შედეგად „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა დაიღუპა. ლიბანის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ რაიონში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა.