ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა., რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს აქვთ "უნარი მიაღწიონ და შეუტიონ ნებისმიერ წერტილს ახლო აღმოსავლეთში".
"ჩვენი მტრები, რომლებსაც ეს აქამდე არ ესმით, მალე გაიგებენ," - აღნიშნა ჰალევიმ.
აღნიშნული განცხადება ჰალევიმ თელ-ავივის მახლობლად თელ-ნოფის საჰაერო ბაზაზე ყოფნისას გააკეთა.
„ჩვენ ვუპასუხებთ. ვიცით, როგორ უნდა განვსაზღვროთ მნიშვნელოვანი სამიზნეები, როგორ დავარტყათ სიზუსტით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მივაღწიოთ ნებისმიერ წერტილს ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ მტრებს, რომლებსაც ეს ჯერ არ ესმით, მალე მიხვდებიან“, – აღნიშნა ჰალევიმ.
ჰალევიმ ასევე განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები გეგმავს "თავისი ძალების გაძლიერებას", რადგან ის აგრძელებს ოპერაციებს რეგიონში.