„ჰამასმა" პასუხისმგებლობა აიღო 1-ელ ოქტომბერს თელ-ავივში, იაფაში მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეც ემსხვერპლა.
ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ ორი ტერორისტი შევიდა მეტროს ტრამვაის ვაგონში და ცეცხლი გაუხსნა მგზავრებს. ტერორისტები, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს, ჰებრონის მაცხოვრებლები მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმუნი “ჰამასის” წევრები იყვნენ.
ჰამასის განცხადებით, მისი ორი მებრძოლი შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე, დაჭრეს ერთი ჯარისკაცი და წაართვეს იარაღი, რის შემდეგაც სროლა დაიწყეს.
თავდასხმას საქართველოს ერთი მოქალაქე ილია ნოზაძე ემსხვერპლა.