უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა ვარშავაში სომეხ კოლეგას არარატ მირზოიანს შეხვდა.
ამის შესახებ სიბიჰამ X-ზე დაწერა,
სიბიჰამ აღნიშნა, რომ მადლობა გადაუხადა სომხეთს უკრაინული "მშვიდობის ფორმულის" მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ აღვნიშნეთ მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციები და განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები“, - თქვა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მირზოიანი უკრაინაში მიიწვია.