უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმზე უკრაინაში საბრძოლო მასალის წარმოების ზრდაზე ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინამ 2024 წლის პირველ ნახევარში 25-ჯერ მეტი საბრძოლო მასალა აწარმოა საარტილეიო იარაღისა და ნაღმტყორცნებისთვის, ვიდრე 2022 წელს.
„მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უკრაინაში იწარმოა 25-ჯერ მეტი საბრძოლო მასალა არტილერიისა და ნაღმმტყორცნებისთვის, ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში.
უკრაინაში ყოველწლიურად დრონების საერთო რაოდენობა 4 მილიონია და 1,5 მილიონზე უკვე კონტრაქტებია გაფორმებული. ჩვენ უკვე ვიყენებთ სრულიად ახალი კლასის უკრაინულ იარაღს - შორი მოქმედების რაკეტა-დრონს„ პალიანიცას“, - განაცხადა ზელენსკიმ.