ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანს არ ჰქონდა კომუნიკაცია შეერთებულ შტატებთან ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმამდე, მაგრამ გააფრთხილა, რომ ისრაელის საპასუხო ქმედებებში ახლა არ ჩაერიოს.
„თავდასხმამდე ინფორმაციის გაცვლა არ მომხდარა, ირანი აშშ-ს თავდასხმის შემდეგ დაუკავშირდა. ჩვენ გავაფრთხილეთ აშშ-ის ძალები, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩაერიონ“, – განაცხადა არაღჩიმ.
ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანიდან 200-მდე რაკეტა იქნა გასროლილი, რომელთა უმეტესი ნაწილი გაანეიტრალეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის თავდასხმას "დიდი შეცდომა" უწოდა და პირობა დადო, რომ ირანი ამის საფასურს გადაიხდის.