უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონის სოფლების ნიკოლაევკასა და სუხოი იარის მიდამოებში 16 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტა - ეს არის ფრონტის ხაზზე უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის ყველაზე ცნობილი შემთხვევა.
„როგორც პროკურატურა აღნიშნავს, 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ 16 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის სავარაუდო სიკვდილით დასჯის შესახებ.
მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო არმიამ მორიგი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა პოკროვსკის რაიონის სოფლების ნიკოლაევკასა და სუხოი იარში.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გამოვიდნენ მტრის მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროები ტყიდან და როდესაც ერთ ზოლში დადგნენ, მათ ოკუპანტები დასახოცად ცეცხლს უხსნიან. დაჭრილს, რომელსაც სიცოცხლის ნიშნები კვლავ აღენიშნება, ახლო მანძილიდან ხელმეორედ ესვრიან და კლავენ.
ასეთი ქმედებები ჟენევის კონვენციების ცინიკური და უხეში დარღვევაა და კვალიფიცირდება, როგორც მძიმე საერთაშორისო დანაშაული", - წერია პროკურატურის განცხადებაში. “, - ათქვამია პროკურატურის განცხადებაში
უკრაინის სახალხო დამცველის, დმიტრო ლუბინეცის თქმით, მან რუსეთის კიდევ ერთი ომის დანაშაულის შესახებ გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უკვე მიმართა.