ისრაელის მოსახლეობას შეუძლია დატოვოს თავშესაფრები, რადგან ირანის სარაკეტო შეტევა უკვე დასრულდა და მ ეტაპზე ირანიდან დამატებითი სარაკეტო იერიშის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ ისრაელის არმიის წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
„იყო გარკვეული დარტყმები ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში. ამ ეტაპზე ჩვენ ვაფასებთ თავდასხმის შედეგებს, მაგრამ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა ჰაგარიმ.
ისრაელის თავდაცვის ძალების პირველადი შეფასებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა, თუმცა ეს არ არის საბოლოო ციფრი და ამჟამად მიმდინარეობს სიტუაციის შეფასება.