ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა, იორდანიამ და ერაყმა საჰაერო სივრცე დაკეტეს.
ბენ გურიონის აეროპორტში ყველა ფრენა გაუქმებულია.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, ისრაელი ირანის სარაკეტო თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს.
„ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ თავდაცვისა და შეტევისთვის. ჩვენ დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს. ამ თავდასხმას შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა ჰაგარიმ.
ისრაელში აფეთქებები ხმა ისმის. ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად თელ ავივში ორი ადამიანი დაშავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ თავშესაფრებში.