ისრაელის ქალაქ თელ ავივში ორმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა, სულ მცირე, 7 ადამიანი. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია.
შემთხვევა იაფაში მოხდა.
თავდამსხმელები ქუჩის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალებში ჩანს, რომ ერთ-ერთი მათგანი ავტომატით იყო შეიარაღებული.