ისრაელის მიმართულებით ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ.
საჰაერო განგაში ისმის მთელი ისრაელის მასშტაბით. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
რაკეტის დარტყმის მასშტაბის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ირანის ერთ-ერთმა სააგენტომ თეირანის თავზე რაკეტების აფრენის ვიდეო გამოაქვეყნა;
Reuters იუწყება, რომ მდინარე იორდანეს ველზე ძლიერი აფეთქებები უკვე ისმის.
მანადე, აშშ-ოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით მედიას განუცხადა, რომ აშშ-ს ინფორმაციით, ირანი უახლოეს ხანში ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევისთვის ემზადება.
„აშშ-ის აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ უახლოეს ხანში ირანი ემზადება ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევისთვის.
ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს თავდაცვით ღონისძიებებს ისრაელის დასაცავად ამ თავდასხმისგან. ირანის პირდაპირ შეიარაღებულ თავდასხმას ისრაელზე მძიმე შედეგები მოჰყვება ირანისთვის“, - განუცხადა ტელეკომპანია CBS-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.