ბაიდენის უარის შემდეგ კობახიძე ტრამპთან შეხვედრას ცდილობდა - ამის შესახებ “ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.
ხიდაშელის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის მიერ კობახიძის მიწვევის გაუქმების შემდეგ, საქართველოს პრემიერი მინისტრი, ტრამპთან შეხვედრის ორგანიზებას ცდილობდა თუმცა, ტრამპის ყველაზე გულმხურვალე მხადამჭერებმაც კი ზურგი აქციეს.
„ივანიშვილმა დაიჯერა, რომ იზოლაცია არის გარდაუვალი, არჩევნების მოპარვის შემთხვევაში. ივანიშვილი შეეცდება, რომ ამ კვირების განმავლობაში ყველა ხიდი არ დაწვას (შტატებთან) და ყველა შესაძლო კომუნიკაციის არხი არ ჩაიჭრას“,- თქვა ხიდაშელმა დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“.