ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის მახლობლად ავტობუსმა, რომლითაც ათობით დაწყებითი სკოლის მოსწავლე გადაადგილდებოდა, კატასტროფა განიცადა და ცეცხლი გაუჩნდა.
ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, თექვსმეტმა ბავშვმა და სამმა მასწავლებელი ავტობუსიდან გამოღწევა მოახერხა, თუმცა ავტობუსში კიდევ 22 მოსწავლე და სამი მასწავლებელი იმყოფებოდა.
BBC-ის ტაილანდური ბიუროს ცნობით, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ავტობუსში ათი ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივი მედიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ავტობუსი ხანძრისგან მთლიანად განადგურებულია. ადგილობრივი ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხანძრის გაჩენამდე, ავტობუსს საბურავი უსკდება და ბარიერს ეჯახება.
ავტობუსი იყო ერთ-ერთი იმ სამი ავტობუსიდან, რომლითაც მოსწავლები და მასწავლებლები ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ ჩრდილოეთ პროვინცია უტაი ტანიდან.
ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.