იაპონიის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ახალი ლიდერი შიგერუ იშიბა პარლამენტის ქვედა პალატის რიგგარეშე სხდომაზე ქვეყნის 102-ე პრემიერ-მინისტრმად აირჩიეს.
იშიბამ უკვე დაიწყო მთავრობის ფორმირება და მის შემადგენლობას უახლოეს მომავალში დაასახელებს.
იაპონიის იმპერატორი მარუჰიტო 1-ელ ოქტომბერს დაადასტურებს ახალი მთავრობის შემადგენლობას.
ცოტა ხნით ადრე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა და მთავრობის მთელი შემადგენლობა გადადგა.
67 წლის შიგერუ იშიბას თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ის იო ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრი და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივანი.
იშიბა თავდაცვის პოლიტიკის ექსპერტად ითვლება. იგი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას „ნატოს აზიური ვერსია“, ასევე აუცილებლად მიიჩნევს, განახლდეს უსაფრთხოების ალიანსი შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის. ამასთან, იშიბას სურს ცვლილებები შეიტანოს იაპონიის კონსტიტუციაში და მასში იაპონიის თავდაცვის ძალების შესახებ ჩანაწერი გააჩინოს.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ აგვისტოში განაცხადა, რომ აღარ აპირებს მეორე ვადით კენჭისყრას. მის განცხადებას წინ უსწრებდა სკანდალი მმართველი პარტიის ირგვლივ, რომელიც პარტიის სახსრების ფინანსურ მაქინაციებს უკავშირდება.
30 სექტემბერს შიგერუ იშიბამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. არჩევნები დაგეგმილზე ერთი წლით ადრე, 27 ოქტომბერს ჩატარდება.