"ჩვენ საერთაშორისო ძალების მეშვეობით მოვახერხებთ ნაციონალური მოძრაობის NDI - ის სამუშაო პროგრამაში დაბრუნებას" ამის შესახებ "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით გამყრელიძემ დიპლომატიურ კორპუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენ გამოვიყენებთ საერთაშორისო ურთიერთობებს, იმას რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დატოვა მოლაპარაკებების მაგიდა, ყველა ევროპის დედაქალაქს გავაგებინებთ და ამ გზით ვაიძულებთ მმართველ გუნდს NDI - ის სამუშაო პროგრამაში დაბრუნებას", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" და ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო ბარიერზე ვერ თანხმდებიან, ოპოზიცია 45% - იან ბარიერს ითხოვს რაზეც მმართველი გუნდი არ მიდის, შედეგად ნაციონალურმა მოძრაობამ პროტესტის ნიშნად მოლაპარაკებების მაგიდა დატოვა.