1-ელი ოქტომბრის ღამეს სირიაში დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ტელეწამყვანი. ინფორმაციას CNN სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყდნობით ავრცელებს.
ცნობილი სირიელი ტელეწამყვანი საფაა აჰმედი ორ სხვა პირთან ერთად დამასკოზე ისრაელის თავდასხმის დროს დაიღუპა.
„რადიოსა და ტელევიზიის გენერალური ხელმზღვანელობა აცხადებს ტელეწამყვან საფაა აჰმედის მოწამეობრივ გარდაცვალებას ისრაელის მოღალატური აგრესიის შედეგად დედაქალაქ დამასკოზე“, - ნათქვამია სირიიული მედიის განცხადებაში.
სირიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელელი სამხედროები დამასკოს უტევდნე დრონებითა და თვითმფრინავებით გოლანის მაღლობებიდან.
„ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს და ჩამოაგდეს მათი უმეტესობა“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ისრაელის მხარეს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.